აქტუალური
პრემიერ-მინისტრის წერილი China Daily-ში

1-cerili-aqtual-2-GEOსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ჩინურ გამოცემა China Daily-ში გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი: "საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას", სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებზე და საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მთავრობის მეთაური საქართველოს უწოდებს ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელ სახმელეთო და საზღვაო პუნქტს, რომელიც ევროპისთვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ. პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველო ტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. ორიგინალის ლინკი
თარგმანი:

საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი ჩინეთისა და ევროპისთვის
საქართველო, როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე ხელსაყრელი სახმელეთო და საზღვაო პუნქტი, ევროპისათვის წარმოადგენს ბუნებრივ კარიბჭეს აზიისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის, მათ შორის, ასოცირებისადა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მქონე საქართველოტრადიციული სავაჭრო კერაა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. რადგანაც ჩინეთის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი გადისევრაზიის მთელს კონტინენტზე, საქართველოს მდებარეობა იძლევამსოფლიოს ორი უმსხვილესი სავაჭრო რეგიონის დაკავშირების შესაძლებლობას. მე ამ კვირის განმავლობაში ჩინეთში ვიქნები, რათაუფრო გავაძლიერო კავშირი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიცბუნებრივად გადის თბილისზე.
საქართველოს მთავრობა ამაყობს ჩინეთთან კავშირების გამყარებით. ბოლო წლების განმავლობაში არსებითად გაიზარდა ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან. 2014 წელს ჩინეთი რეიტინგით მესამე უდიდეს წყაროდ იყო აღიარებული საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოურიინვესტიციების კუთხით.
ამ კვირაში პეკინში ჩამოვედი, რათა გავაძლიერო უკვეარსებული მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა დაჩინეთს შორის და განვიხილო სამომავლო თანამშრომლობის ახალი გზები. ჩინეთის უმაღლესი პირები ახლახან ეწვივნენ საქართველოს. 15-16 ოქტომბერს, თბილისში, აბრეშუმის გზის პირველ ფორუმზე, საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის სამთავრობო პირებს, ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ჩინეთის 300-მდე ბიზნესლიდერს. ღონისძიება მიზნად ისახავს გააძლიეროსთანამშრომლობა და გაზარდოს ინვესტიციები ახალ აბრეშუმისგზაზე და მთელი მსოფლიოს ბიზნესწრეებს აჩვენოს საქართველოსმიერ შემოთავაზებული უნიკალური შესაძლებლობები.
წელს, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე და ჩინეთის ხელმძღვანელობითმოქმედი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის“ პირველშეხვედრაზე, რომელთაც საქართველომ უმასპინძლა, ხაზი გაესვასაქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთისდამაკავშირებლის, სტრატეგიულ მდებარეობას. გასულ თვეში ჩვენ თბილისში ვუმასპინძლეთ მაღალჩინოსნებს 57 ქვეყნიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციობანკის“ მოლაპარაკებების საწყისი რაუნდის ჩასატარებლად და მისიპირველი პრეზიდენტის, ჯინ ლინქუნის ასარჩევად.
საქართველო იყო იმ 45 ქვეყანას შორის, ვინც შეუერთდა „აზიისინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“. ჩვენ გვჯერა, რომ ბანკიგაზრდის განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელობას და დიდ როლსითამაშებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან -„მსოფლიო ბანკთან“, „აზიის განვითარების ბანკთან“ და „ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობაში.
საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის ახალ პროექტს - „აბრეშუმისგზის ეკონომიკური სარტყელი“, რომელიც იძლევა სტრატეგიულადმნიშვნელოვან შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორისეკონომიკური და კულტურული კავშირების გასაღრმავებლად. ამინიციატივაში ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენშევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლისშესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისშესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.
ჩვენ, როგორც რეგიონის ლიდერმა ქვეყანამ, კიდევ უფროგავაღრმავეთ თანამშრომლობა ჩინეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა დაავღანეთთან, რათა მოგვეხდინა სატრანსპორტო დერეფნებისინტეგრირება და ახალი მარშრუტების გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ მულტიმოდალური ბლოკმატარებლის პროექტს შეეძლება, ტვირთი, უსაფრთხო და ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით, რეკორდულ დროში გადაზიდოს ჩინეთიდანდასავლეთ ევროპაში.
სატარიფო პოლიტიკაში შიდა რეფორმებმა, ისევე, როგორცტექნიკურმა რეგულაციებმა, საქართველოს საგარეო სავაჭროპოლიტიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ პოლიტიკად აქცია. როგორც რეგიონალურ ბიზნესკერას, საქართველოს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და თავისუფალივაჭრობა ყველა მეზობელთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან დაევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს პირდაპირი უცხოურიინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა; 2014 წელს, პირდაპირიუცხოური ინვესტიციები გაიზარდა 86.6%-ით და შეადგინა 1.75 მილიარდამდე აშშ დოლარი, რაც ყველაზე დიდი შემოდინება იყო2007 წლიდან. ამ რეიტინგებს აძლიერებს ძალიან პოზიტიურისაერთაშორისო რეიტინგები - საქართველო მე-15 ადგილზეა„მსოფლიო ბანკის“ რეიტინგში იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესისწარმოება მარტივია, ხოლო „Heritage Foundation“-ის ბოლო კვლევის თანახმად, ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, 22-ე ადგილზეა მსოფლიოში.
დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიის მდგრადი განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო არხებისა და ვაჭრობის მასშტაბის გაძლიერებაზე. ევრაზიის კონტინენტზე ევროპისა და ჩინეთის დასაკავშირებლად საჭიროა დერეფანი. საქართველოსა და ჩინეთს, ერთობლივი მუშაობით, შეუძლიათ ახალი აბრეშუმის გზა აქციონ ეკონომიკურიზრდის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის ნამდვილ ძალად. ჩემიქვეყანა იმედოვნებს, რომ ჩინეთთან მეგობრობა ხანგრძლივი დაპოზიტიური იქნება და დაეხმარება ჩინურ ბიზნესს საქართველოში, ევროპასა და ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ თავისი მიზნების მიღწევაში.