დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.44 ლარს მიაღწია
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.44 ლარს მიაღწია, ხოლო გასაყიდი ფასი 2.39 ლარია. რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურები მას 2.72 ლარად ყიდიან და 2. 65 ლარად იბარებენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კი რომელმაც ოფიციალური კურსი გუშინწინ დაადგინა, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარია, ხოლო ევროს შეძენა 2.6622 ლარი.