საზოგადოება
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შუახევის რაიონში დააკავეს.
10 სექტემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა რაულ მ-ს.
იმავე დროს, მამუკა ა-ს და რაულ მ-ს თანხმლებმა პირმა - მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შ. და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.