საზოგადოება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ახალ რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონს შეხვდა

1-mersi-sazog-1საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ყოფილი რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი, დანიის ლტოლვილთა საბჭოს  რეგიონული მენეჯერი ვარლამ ჭკუასელი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე  შედგა წიგნის: „დიასპორული საინვესტიციო მექანიზმები“ პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იქნა მსოფლიო ბანკთან გაწეული თანამშრომლობა საქართველოში დიასპორული რესურსების მობილიზაციის მხრივ.  აგრეთვე, ჩატარდა მოკლე პრეზენტაცია  სამინისტროს საქმიანობის, მიმდინარე და დაგემილი ღონისძიებების შესახებ.  მერსი ტემბონი მოწვეული იქნა საპატიო მომხსენებლად მ.წ.11-17 ოქტომბრის დაგეგმილ „რეგიონულ დიასპორულ ეკონომიკურ ფორუმზე“.   შეხვედრაზე განხილული იქნა მსოფლიო ბანკთან დაწყებული ახალი პროგრამის გაწერის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ყოფილმა რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ აღნიშნა ეფექტური თანამშრომლობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და გამოთქვა იმედი ამ ურთიერთობათა ნაყოფიერი გაგრძელების თაობაზე.

მერსი ტემბონმა გამოთქვა  თანადგომისა და თანამშრომლობის მზადყოფნა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან.