აქტუალური
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც „მცოცავი ოკუპაციის“ სახით დღესაც გრძელდება!“ - თინა ხიდაშელი

1-krinica-aqtual-1საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. უსაფრთხოების პლენარულ სესიაზე თინათინ ხიდაშელის სიტყვას ევროპელი ლიდერები, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ისმენდნენ.
თინათინ ხიდაშელის თქმით, ფორუმის უსაფრთხოების პლენარულ სესიაზე საქართველოსთან ერთად განიხილებოდა ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სამომავლო გეგმები და მოვლენების სავარაუდო განვითარების პერსპექტივები.

მინისტრმა ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც „მცოცავი ოკუპაციის“ სახით დღესაც გრძელდება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა - კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება პოლონეთის ქალაქ კრინიცაში. წელს რიგით 25-ე კონფერენცია გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს ყოველწლიურად 2500-3000 მონაწილე ჰყავს. ფორუმის ორგანიზატორია ფონდი აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს, ქალაქ ვარშავაში დაარსდა“.