ბაკურ კვეზერელი ვაშლის გაძვირებაში ფერმერებს ადანაშაულებს
ბაკურ კვეზერელის განმარტებით, 2010 წელს ქვეყანამ ცუდი მოსავალი მიიღო, რაც ვაშლის ფასზეც მოქმედებს. თუმცა არის ფერმერების ფაქტორი, რომლებიც ვაშლის ფასს ადგენენ, სახელმწიფო კი ფასების რეგულირებაში ვერ ერევა.
ამიტომ, მინისტრის ინფორმაციით, 2011 წელს ვაშლის მოსავლიანობის გაზრდასა და ქვეყანაში სხვადასხვა ჯიშების შემოტანაში რამდენიმე მილიონის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.