უცხოეთი
მილიონი - ორი წლის განმავლობაში! მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საერთო რაოდენობა, რომლებმაც 2015 - 2016 წელს თავშესაფრის თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა, 1.2 მილიონ კაცს გადააჭარბებს

1-milion-zar-2-anსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ეს ლტოლვილთა საქმეებში გაეროს უმაღლესი კომისრის გამგეობის (UNHCR) შეფასებებით დასტურდება. თუმცა, ექსპერტების აზრით, რეალური ციფრები ამ პროგნოზს გადააჭარბებს: „როგორც გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის გამგეობა ვარაუდობს, 2015 წელს საერთაშორისო დაცვ ევროპაში კიდევ დაახლოებით 400 ათასი კაცი მოითხოვს, რომლებიც ევროკავშირში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩამოვალენ. 2016 წელს მათმა რაოდენობამ შესაძლოა 450 ათასს გადააჭარბოს“.  უახლოეს კვირებში საერთაშორისო დახმარება შესაძლოა უნგრეთს დასჭირდეს, რომლის საზღვრები წელს 160 ათასზე მეტმა კაცმა გადაკვეთა.

ერთიანი ევროპული პასუხის გამოსანახავად ბრიუსელში დღეს კონფერენციის მონაწილეებს  მიგრაციის საკითხების თაობაზე სიტყვით მიმართავს  ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი. სავარაუდოდ, იგი დაჟინებით მოითხოვს ევროკავშირის ქვეყნებს შორის 120 ათასი ლტოლვილის გადანაწილებას, ეს ციფრი კი დიდი ხანია ჩამორჩა ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რეალური რაოდენობას...