სამართალი
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითრების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები კოლუმბიის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: კოლუმბიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტროს, შემოსავლების და საბაჟო სამსახურის, სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და გადაუდებელ საქმეთა სააგენტო „123“-ის, სანოტარო და რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები. კოლუმბიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ბოლო წლებში გატარებული სტრუქტურული რეფორმების გაცნობა, რომელთა შედეგადაც დამკვიდრდა წარმატებული პრაქტიკა ელექტრონული მმართველობის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში.