საზოგადოება
ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.39-დან 2.44 ლარამდე მერყეობს

1-cena-saz-3საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.39-დან 2.44 ლარამდე მერყეობს.
"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.43 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.37 ლარად.
"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4250 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3750 ლარად.
"ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3960 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3700 ლარს მიიღებს.

"პროკრედიტ ბანკში" 1 აშშ დოლარი 2.4400 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3900 ლარადაა შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3790 ლარია.