ჩვენთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ მშენებლობას კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უხელმძღვანელებს, საქინფორმის ჟურნალისტი ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ კომპანიაში უთხრეს, რომ იგი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ერთი კვირა არც ჩამოვა. კომპანიის კანცელარიის განყოფილების თანამშრომელმა, რომელმაც სახელი და გვარი სატელოფონო საუბრისას არ დაასახელა, ასეთი პასუხი გაგვცა:
“ ჩვენი კომპანია ამ პროექტს არ ხელმძღვანელობს, დირექტორი საქართველოში არ არის, თორემ ის უფრო ზუსტ პასუხს გაგცემდათ“.
და თქვენ ზუსტად არ იცით?
„ მე ვიცი, რომ არ ხელმძღვანელობს, მაგრამ შეიძლება რაღაც არის, რაც მე ჯერ არ ვიცი, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი დირექტორი ერთ კვირაში იქნება და ის ბევრად კომპეტენტურად გიპასუხებთ”.