საზოგადოება
საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა - აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარე იორიჰიკო კოჯიმამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო

1-micubiS-saz-2-anსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი.  შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა „მიცუბიშის“ თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

მიცუბიში“ არის  მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც ფლობს ბიზნესს მსოფლიოს 90 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 68 ათასი ადამიანი. 2014 წელს კორპორაციის შემოსავალმა 74 მილიარდი დოლარი შეადგინა.