საზოგადოება
ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება

1-komp-saz-1-anსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წამომადგენლებთან ერთად, ადგილზე გამართავენ მოლაპარაკებებს პროექტის დეტალების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიისწრაფის, იყოს ჩინეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის პორტის პროექტს.

შეხვედრას დაესწრო ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც საგზაო მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში იქნებიან ჩართულები: MCC International Incorporation Limited, China Development Bank Inner Mongolia Branch, China Export & Credit Insurance Corporation.

სამშენებლო კომპანია „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შედის მსოფლიო ათეულში.