აქტუალური
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებსა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი იმყოფება

1-nataSa-aqtual-3-analitსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ნატაშა ფრანცეში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა  შოთა ღვინერიამ მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ნატაშა ფრანცეშის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დახვეწის კარგი საშუალება იქნება.

ნატაშა ფრანცეშმა აღნიშნა, რომ აგვისტოში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში საკმაოდ წარმატებული იყო და თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერთან შეხვედრა აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა  და უკრაინის კრიზისის განხილვა იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია.