აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრ საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა

1-mongol-aqt-2-anსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი.  შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მონღოლეთს შორის  არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა მონღოლეთის დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით.

საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის მნიშვნელობას. მონღოლეთის პრემიერ–მინისტრი მიესალმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას, რომელიც ევროპას და აზიას უმოკლესი გზით დააკავშირებს და შეამცირებს დროს და ხარჯს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.