აქტუალური
საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება - დალიანში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1-dalian-aqt-1საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან სს „ვაგონმშენებლის“  დირექტორმა ბადრი წილოსანმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის პრეზიდენტმა მინ ხინგმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მინ ხინგმა ირაკლი ღარიბაშვილს ვაგონმშენებელი ქარხანა დაათვალიერებინა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას, რომელიც განახორციელებს ასინქრონულ ძრავიანი ელმავლებისა და დიზელის ძრავიანი თბომავლების, მეტროს მატარებლების, ელექტრომატარებლების, დიზელის ძრავების, დიზელის გენერატორების და აშ. წარმოებას.

ერთობლივი კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.