ბაზარზე ახალი ღვინო „ეტალონი“ გამოვა
საახალწლოდ ქართულ ბაზარზე ახალი ქართული ღვინო „ეტალონი“ გამოვა, რომელიც კომპანიების - „წინანდლის ძველი მარნისა“ და „ეტალონი მედია ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგია. როგორც „წინანდლის ძველი მარნის“ მენეჯმენტში განმარტავენ, ნაკურთხი თაფლით შეზავებული, 1,5-ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადდა.
მისი სარეალიზაციო ფასი 12-დან 15 ლარამდე იქნება. „ეტალონის“ ნიშნით უკვე იწარმოება კომპანია „მითანას“ პროდუქტები, უახლოეს პერიოდში კი რამდენიმე ადგილობრივ მწარმოებელთან ერთად დაგეგმილია უალკოჰოლო სასმელების, ტკბილეულის, მინერალური წყლის, ჩაის, პურ-პროდუქტების, ნაყინისა და სხვადასხვა კვების პროდუქტების „ეტალონის“ ნიშნით გამოშვება. შეგახსენებთ, რომ „ეტალონი მედია ჯგუფი“, 5 წელია, ბაზარზეა და სტუდენტური და საგანმანათლებლო მედია-პროექტებსაც ახორციელებს.