უცხოეთი
საქართველო, 9 სექტემბერს, საქინფორმი. წყაროს თქმით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან, ბრალდება სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ - ესაა მოსკოვზე ზეწოლის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში ბოლო კვირების განმავლობაში საბრძოლო მასალის, იარაღისა და საწვავის მიწოდება ნამდვილად გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი მიიჩნევს, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს აქტიური პროპაგანდა, ცდილობენ რა ამხილონ მოსკოვი ასადისთვის შეიარაღების "უკანონო" მიწოდებაში, რადგან, "როგორც ჩანს, [ისინი] ემზადებიან ასადზე იერიშისათვის, ხოლო სირიის არმიისთვის რუსული ტექნიკის მიწოდებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები.