შს მინისტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და თავის წინამორბედებს - გიორგი მღებრიშვილსა და სოზარ სუბარს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.