საზოგადოება
ჩინეთში ვიზიტამდე საქართველოს დელეგაცია ბიშკეკში ჩავიდა
1-biSkek-sazog-3საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. 9-13 სექტემბერს, ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს.
ჩინეთში ვიზიტამდე საქართველოს დელეგაცია ბიშკეკში ჩავიდა. ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი დახვდა. მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.