საზოგადოება
რიმა ბერაძე და გულიკო ზუმბაძე ებრაული კულტურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

1-rima-saz-1-mtსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე და საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ებრაული კულტურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიება სახელწოდებით ხიდები“ ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდის ლეა“-ს ინიციატივით გაიმართა და მას დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ - ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი მასპინძლობდა. დღესასწაულის ფარგლებში, მუზეუმში, ღია კარი“-ს ოფიციალური ცერემონია, საქართველოს ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა და ებრაელი მხატვრის - მარინე სოლომონიშვილის გრაფიკული ნახატების გამოფენა გაიმართა. ვულოცავ ჩვენს მოძმე ერს ებრაული კულტურის დღეს, რომელიც საქართველოში მეორედ აღინიშნება. ქართველ და ებრაელ ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა სამაგალითოა და ჩვენ ამ ტრადიაციას სათუთად ვინახავთ. საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი, რომელიც დღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, შარშან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ახლა დაწყებულია ამ დიდებული ისტორიის მქონე ხალხის ლამაზი ტრადიციის დღეები. 13 სექტემბერს ებრაელი ერი ახალ წელს იზეიმებს და მინდა წინასწარ მათ ეს დღესასწაული მივულოცო“, - განაცხადა რიმა ბერაძემ. 
საზეიმო ღონისძიებას ებრაული სათვისტომოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი პოლიტიკოსები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

1-rima-saz-1-1 1-rima-saz-1-2
1-rima-saz-1-3 1-rima-saz-1-4
1-rima-saz-1-5 1-rima-saz-1-6