აქტუალური
ვახტანგ გომელაური: „არდაზიშვილი სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა“

1-gomel-aqtual-3საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გია არდაზიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გია არდაზიშვილმა რაიმე სახის ინფორმაცია გაიტანა სამსახურიდან სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაურის განმარტებით, არდაზიშვილი სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა.

საუბარი იყო, რომ ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა დატოვა საქართველო და საიდუმლო ინფორმაციები გადაიტანა სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან. ის იყო რიგითი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ღია წყაროებზე, მას არანაირი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციებზე.

განცხადებები გაკეთდა მათი მხრიდან, თითქოსდა არა ჩვენ, არამედ მათმა სპეცსამსახურებმა სცემეს, დააკავეს, გაკოჭეს და გადმოაგდეს საზღვრის აქეთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი გადავიდეს, გადაუტანოს ღირებული ინფორმაცია, მათ კი სცემონ, გაკოჭონ, აუხვიონ თვალები, ხელები დაუბან და უკან გადმოაგდონ, მგონი ლოგიკაში არ ჯდება“, - განაცხადა, კერძოდ, გომელაურმა.