თინა ხიდაშელი: „ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ პოლიტიკაში“
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა
თინა ხიდაშელმა გააკეთა. მისი თქმით,
ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო პოლიტიკოსი იყო და სწორედ ესაა მიზეზი იმის, რომ მას კიდევ აქვს გავლენა.
„მირჩევნია ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა. ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილის დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებაში უნახავს. თუმცა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს გავლენა, მის მიმართ არის პატივისცემა, ეს ძალიან ნორმალურია, ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება, სადაც არსებობენ გავლენიანი ადამიანები. ბიძინა ივანიშვილი ჩემდა სამწუხაროდ არ არის თანამონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესის და მან ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.