აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

1-agresia-aqtual-1-analitსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებთან ვარშავის მომავალ სამიტზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ასეთი ტიპის კონფერენციების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თბილისიდან შევეხმიანოთ იმ პროცესს, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს. გამოწვევები უზარმაზარია. ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ამ გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთის აგრესია დღითიდღე მატულობს და ამას ყოველდღიურად ხედავს ყველა, როგორც უკრაინაში, ასევე, ჩვენს პირობით საზღვრისპირა ტერიტორიებზე. ამოცანა გვეუბნება, რომ უნდა გავზარდოთ მეგობრების რაოდენობა. ამისთვის კი საჭიროა, დისკუსიები იყოს რაც შეიძლება გულწრფელი და პირდაპირი. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ გარკვეული ტიპის დიპლომატიურ დიალოგში ჩავერთოთ და რაღაცეები წარმოვაჩინოთ იმაზე უკეთ ვიდრე სინამდვილეშია, ან შევამსუბუქოთ სურათი. სურათი საკმაოდ მძიმე და დრამატულია. ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რათა გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით იღებდნენ, რაც ჩვენნაირ ქვეყნებს დახმარებისთვის სჭირდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.