თურქეთის ინტერესი აჭარის მიმართ დღითიდღე იზრდება
თურქული კომპანია აჭარაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნით ინტერესდება. კომპანია "ურერსანსი"-ს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. აჭარის მთავრობა ხელვაჩაურში 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მოლაპარაკებებს ინვესტორებთან, რამდენიმე წელია, აწარმოებს.
პროექტის თანახმად, ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში 2 წელიწადში უნდა მოეწყოს.ის კომპანიები, რომლებიც ზონაში დაიწყებენ ოპერირებას, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმითაც ისარგებლებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის მოქმედებს ქუთაისისა და ფოთის ინდუსტრიული ზონები.