უცხოეთი
კიშინიოვი ფეთქებადსაშიშია! (ვიდეო)

1-kiSin-zar-2-anსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. კიშინიოვში დღეს დიდი მიტინგია. საპროტესტო აქციის ბირთვი რუმინოუნიონისტები არიან. თუმცა, მთლიანობაში ეყრდნობიან უკმაყოფილო მოქალაქეებს, რომელთა უკმაყოფილების წარმართვასაც ცდილობენ.

ამ დღეებში მოლდოვაში, დნესტრისპირეთის საზღვართან დაიწყო რუმინელი და ამერიკელი სამხედროების წვრთნები „ცეცხლოვანი ფარი 2015“, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება. დნესტრისპირეთში კი შემოდგომის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია. ამასთან, მოქმედი ხელისუფლების ავტორიტეტი ძალზე დაბალია, შესაბამისად, საზოგადოების გახლეჩისა და უკმაყოფილების გადმონთხევის რისკი ნარჩუნდება. და სულ რაღაც 100 კმ-ში მდებარეობს ოდესა, სადაც დღეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მმართველობს!