საზოგადოება
აშშ-ს ევროპის არმიის სარდლი ბენ ჰოტჯესი: „2016 წელს, ისევე, როგორც 2015-ში, საქართველოში ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის გამომგზავრება მოხდება შავი ზღვით, ბულგარეთიდან“

1-tina-saz-3-an-mtსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის არმიის სარდლის ბენ ჰოტჯესის გამოსვლას, ეხმაურება:

"მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

1-tina-saz-3-an-qvem