სამართალი
“ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას. საქართველომ ამ შეთანხმებებს ძალიან კარგი ინერცია აუღო, მაგრამ საერთო პროცესებმა შეარყია ეს სიძლიერე” - პრეზიდენტი მარგველაშვილი

1-geop-sam-1-an-mtსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქარტველოს პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   „უფრო უკეთ შეიძლებოდა ამის გამოყენება... ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება დარჩეს გაერთიანებული ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ, ფუნდამენტურ და დემოკრატიულ რწმენაში, რომ პოლიტიკური პროცესი არის ზუსტად ამომრჩევლის ხელში, ამომრჩევლის მიერ იმართება და სწორედ თითოეული ამომრჩეველი, ვინ არის მთავარობაში საბოლოო ჯამში. 2012 წლის შემდეგ ყველა დარწმუნებულია, რომ მათი ხმა გადამწყვეტია.... ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ!", - აღნიშნა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა.

1-geop-sam-1-an-qvem