აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: "საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა შეერთებული შტატებისთვის, ამიტომაც თქვენთან საუკეთესოს ვაგზავნით! იანს კარგი რეგიონული გამოცდილება აქვს, მოსკოვში უმსახურია…”

1-nor-aqtual-3საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის მომავალ ელჩს საქართველოში, იან კელის კოლეგები აფასებენ. “ამერიკის ხმის” ქართული ბიურო წერს, რომ ვაშინგტონი თბილისში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ახალ ელჩს აგზავნის , ხოლო თანამდებობის დაკავებამდე, იან კელი ერთ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალურ ფიცს დადებს.
ამერიკის ბოლო ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ იან კელი დაკისრებულ მოვალეობებს კომპეტენტურად გაართმევს თავს.

"ძალიან მახარებს, რომ იან კელი, მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად, საქართველოში ამერიკის ელჩად მოდის. მე და მერის ძალიან გვენატრება საქართველო და სასიამოავნოა, რომ მომავალი ელჩი ასეთი კომპეტენტური, ძლიერი დიპლომატი იქნება. იანი ჩვენს შორის საუკეთესო დიპლომატია, ახლა ვაშინგტონში მყოფმა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა შეერთებული შტატებისთვის, ამიტომაც თქვენთან საუკეთესოს ვაგზავნით. იანს კარგი რეგიონული გამოცდილება აქვს, მოსკოვში უმსახურია, შემდგ ეუთოში, ამდენად ადგილობრივ პრობლემებს კარგად იცნობს… ვურჩევდი ხალხთან აქტიურად იკონტაქტოს და კარგად გაიცნოს ქვეყანა, ქართველები ამას ძალიან დააფასებენ…",- აცხადებს რიჩარდ ნორლანდი.