აქტუალური
„არ არის აუცილებელი, ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ… შეწყვიტეთ წუწუნი და გააგრძელეთ ბრძოლა!"- ლინას ლინკევიჩიუსი

1-linas-aqtual-2-analitსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზ "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" განაცხადა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების ბრძოლაში ბევრი დრო იკარგება, რაც არცთუ ისე კარგი მესიჯია:

 "საქართველოს შეუძლია, ნატო-ს წევრი გახდეს. უბრალოდ, საჭიროა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ. ჩვენ თქვენ გვჭირდებით ევროპულ ოჯახში. ჩვენ კვარგად გვესმის საქართველოსი. მჯერა, საქართველო ისწავლის ჩვენი მაგალითებიდან. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა. თქვენ უკვე გაქვთ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი და დაპირება. მთავარია მუშაობა. მართალია ამბობენ, რომ ზოგი ეჭვის თვალით უყურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ... არ არის აუცილებელი, ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ, შეგიძლიათ, უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად იმუშავოთ!”.

 

რაც შეეხება ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შესახებ რუსეთისგან წამოსულ განცხადებებს, მისი თქმით, რუსეთი ადანაშაულებს სხვას იმაში, რასაც თავად აკეთებს სხვის მიწაზე. "ამის საუკეთესო მაგალითია უკრაინა. მთავარია პროვოკაციას არ წამოეგოთ და გააგრძელოთ ბრძოლა", - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.