აქტუალური
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებისთვის კავკასია არა ევროპასთან, არამედ აფრიკასთან ასოცირდება - მერსი ტემბონი მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2015 წლის 1 ოქტომბრიდან დაიკავებს

1-bank-aqtual-1საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ქალბატონი ტემბონი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში თანამშრომლობის სტრატეგიების განხორციელებას გაუძღვება. ის თბილისში დაფუძნდება, სადაც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისია განთავსებული. ქალბატონი მერსი ტემბონი კამერუნის მოქალაქე გახლავთ. მან მსოფლიო ბანკში 2000 წელს დაიწყო მუშაობა განათლების სპეციალისტად აფრიკის რეგიონის ადამიანური რესურსების განვითარების განყოფილებაში. მას ამ კუთხით  მდიდარი გამოცდილება გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონსა, და ტექნიკურ თუ მენეჯერის პოზიციებზე აფრიკის რეგიონში. მას არაერთ პოზიციაზე უმუშავია, აქედან ბოლო ორი აფრიკის რეგიონში. იგი ჯერ ტანზანიის, შემდეგ კი ბურკინა ფასოს ოფისის ხელმძღვანელი გახლდათ.

ახალ თანამდებობაზე მერსი ტემბონი გაუძღვეს სამივე ქვეყანაზე მომუშავე ექსპერტთა გუნდებს ცოდნის გაზიარების, გამოწვევების დაძლევის და ფინანსური მომსახურებების კუთხით კლიენტი სახელმწიფოს მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ამით ხელი შეეწყობა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრასა და საერთო კეთილდღეობის ზრდას.  ტემბონი  არსებულ საკრედიტო პორტფელს და პროგრამის სამომავლო მიმართულების განსაზღვრას უხელმძღვანელებს. ის გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას IFC-სა და MIGA-სთან მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროგრამის განხორციელების მიზნით.