სამართალი
საქალაქო სასამართლომ ყოფილი პარლამენტარის - ედვარდ სურმანიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, ხოლო თავად სურმანიძის მიერ გერმანელი ბიზნესმენის - პიტერ შვემლეს წინააღმდეგ ფინანსურ პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლითაც ყოფილი დეპუტატი 1 მლნ 290 000 ლარის დაბრუნებას მოითხოვს, ძალოვანი უწყებები ამ დრომდე დუმან.
შეგახსენებთ ასევე, რომ სურმანიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 ოქტომბერს დააკავეს. მას საქართველოში ჩამოსული გერმანელი ინვესტორისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და თანხის გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. თავად სურმანიძე დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს. სურმანიძის პროცესი 15 დეკემბერს, 15:00 საათისთვის, არის დანიშნული.