აქტუალური
ვაკანსიები თავდაცვის სამინისტროში

1-aqt1-deviსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროში ვაკანსიების თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილეებმა ის ოთხი მაღალი რანგის თანამდებობა დაასახელეს, რომელზეც სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა და რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს შეუძლია:

1. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი;
2. ამავე ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში;
3. სამინისტროს ადმინისტრაციის პროტოკოლის უფროსი;
4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი.

აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობების დაკავების მსურველებმა განაცხადი 14 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბესიკ ლოლაძის განცხადებით, პროფესიონალი კადრებისთვის თავდაცვის სამინისტროს კარი ღიაა და კონკურსში მონაწილე ნებისმიერ პირს გამარჯვებისთვის თანაბარი შანსი ექნება.