აქტუალური
2011 წლიდან საგადასახადო სამსახური ახალი სალარო აპარატების შემოტანას გეგმავს

post-1salaroaparatiროგორც პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც სალარო აპარატების მეშვეობით თითოეული ამორტყმული ჩეკის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო სამსახურში მიდის, რადგან სალარო აპარატები ცენტრალურ ოფისთან GGPA-ს სისტემით არის მიბმული. მისი თქმით, ახალი სალარო აპარატების შემოტანის შემდეგ, აპარატების შემოწმება საჭირო აღარ იქნება საგადასახადო სამსახურის მიერ და მათ მხოლოდ ხარვეზის ან უზუსტობის დაფიქსირების შემთხვევაში შეამოწმებენ, ეს კი მეწარმეს საქმიანობას კიდევ უფრო გაუადვილებს.

სავარაუდოდ, ეს ინიციატივა მცირე მეწარმეების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან მათ ხელახლა მოუწევთ სალარო აპარატების შესყიდვა, რომელთა ღირებულებაც ორასიდან სამას ლარამდე მერყეობს.