საზოგადოება
არგენტინაში - უვიზოდ!

1-saz2-mkflagსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 5 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღე დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის ივნისში მოეწერა.