სამართალი
შსს-მ „ბიო“ ამოიღო

1-sam3-kochliiloსაქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1981 წელს დაბადებული ალექსანდრე ნ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, 4,9945გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).