პოლიციამ დაკარგული ბავშვი იპოვა
საქართველო, 7 სექტემბერი,
საქინფორმი. 29 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში
14 წლის მოზარდის, დავით ლ. მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მათი შვილის დაკარგვის თაობაზე. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა სამძებრო საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ.
მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სამძებრო ღონისძიებები, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც კავშირი ჰქონდა დაკარგულ არასრულწლოვანთან. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკარგული
დავით ლ. 6 სექტემბერს. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში ჩაიყვანეს და ხელწერილის საფუძველზე მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.