უცხოეთი
„ევროპა აფრიკად იქცევა“ – რაზე აფრთხილებდა კადაფი დასავლეთს?

1kadaf-zar-2-anსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური მიმომხილველები, საიტებზე და სოციალურ ქსელში, აქტიურად განიხილავენ ლიბიის ჯამახირიის ყოფილი ლიდერის, დიქტატორად წოდებული მუამარ კადაფის ბოლო საჯარო მიმართვას, რომელიც მან 2011 წლის აპრილის დასაწყისში გააკეთა…

კადაფის ბოლო საჯარო მიმართვა აქტუალური გახდა ევროპაში ლიბიიდან, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა უკონტროლო და არნახული მასშტაბის შემოსევასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში, რომელმაც ევროკავშირის ერთიანობას შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. კადაფის მიმართვაში, ბევრი მიმომხილველი გარკვეულ გაფრთხილებას და მესიჯებს კითხულობს დასავლეთის მიმართ, რომელიც ჯამახირიის ლიდერმა მისი სიკვდილის შემდეგ იწინასწარმეტყველა…

მუამარ კადაფი პირდაპირ აცხადებდა, რომ მისი სახელმწიფო, რომლის სანაპიროდან ევროპამდე ძალიან ცოტა მანძილია, სანაპირო დაცვის როლს ასრულებდა ევროპისთვის, რადგან აფრიკის სხვა ქვეყნებიდან მიგრანტთა ნაკადს აჩერებდა… და რომ თავად აძლევდა ათიათასობით ლტოლვილს სამუშაოს, რათა საკუთარი ოჯახები გამოეკვებათ.

უფრო ადრე კი, კადაფიმ ოფიციალურადაც მიმართა ევროკავშირს და განუცხადა, რომ ის „უფასო სანაპირო დაცვის“ როლის შესრულებას არ აპირებდა და როგორც თავად უწოდებდა ევროკავშირს, „ქრისტიანთა ქვეყნებს“ 5 მილიარდი ევროც მოსთხოვა, რათა მას საკუთარ ქვეყანაში უფრო გამართული საემიგრაციო სამსახური შეექმნა, კეთილმოწყობილი ლტოლვილთა ბანაკებით, დამატებითი სამუშაო ადგილებით… რომ სწრაფმავალი კატერები და რადარები შეეძინა სანაპირო დაცვისათვის… წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიონობით მუსულმანი ლტოლვილის ნაკადის შედეგად, ევროპა აფრიკად იქცევა”, - აცხადებდა კადაფი „ევროკავშირი-აფრიკის“ სამიტზე 2010 წელს.

მიუხედავად კადაფის მიერ გაკეთებული გაფრთხილებისა, ევროპელებმა მას არამხოლოდ არ უსმინეს, არამედ მისი რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაებნენ… რამაც კადაფის პოლიტიკური და ფიზიკური განადგურება გამოიწვია. თუმცა ბევრი ადამიანის აზრით, მისი ქვეყანა ლიბია, რომლის მოსახლეობაც წარსულში ეკონომიკურ პრობლემებს არ განიცდიდა, დღეს მსოფლიოსა და ევროპისთვის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ის კადაფის დროს იყო და თავად ლიბიელებიც უფრო დიდ შარში არიან, ვიდრე კადაფის დროს.

http://www.timer.ge/?p=44323