სამართალი
„საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას მიზანშეუწონლად მიიჩნევს“ - აბაშიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს გააცნო

1nacbank-samart-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

ეროვნულ ბანკს არ ექნება სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საფინანსო სექტორზე რაიმე ფორმით ზედამხედველობა განახორციელოს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პლენარულ სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.