სამართალი
გიორგი კახიანი: „ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი არანაირ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან“ - პარლამენტმა 81 ხმით დაძლია პრეზიდენტი მარგველაშვილის ვეტო

1kax-sam-2-analitსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დეპუტატი გიორგი კახიანი არ იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება რისკის ქვეშ დგება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონიონირებისათვის ხელის შეწყობაა და არა მისი უზრუნველყოფა, როგორც ეს პრეზიდენტის შენიშვნებშია მითითებული. ტერმინები: „ხელის შეწყობადაუზრუნველყოფასამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვის მქონე ტერმინებია. იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, მას რჩება ისეთი ქმედითი მექანიზმები, როგორიც არის მაგალითად ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციის განხორციელება, ან თუნდაც მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაწესება, ან კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასება. ანუ ამ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენცია ექნება და ამ კომპეტენციის ფარგლებში, იგი ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ასე, რომ ჩვენ ვთვლით, ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი არანაირ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებით, ეროვნულ ბანკს ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება არ ექნება, რითაც ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება - ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა რისკის ქვეშ დგება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით დაძლია პრეზიდენტი მარგველაშვილის ვეტო, რომელიც მან ამ კანონპროექტს დაადო. ამ შემთხვევაში კანონოპროექტი კვლავ უბრუნდება განსახილველად პრეზიდენტს და თუ 2 კვირის ვადაში ის კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტი პარლამენტში დაბრუნდება და მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რის შემდეგაც ის კანონის ძალას შეიძენს და ამოქმედდება.