აქტუალური
ბათუმში 38-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ აშენდება – მშენებლობას საძირკველი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა

1alians-aqtual-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ბიზნესგარემო იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი, საიმედო და საინტერესო საიმისოდ, რომ ქვეყანაში განხორციელდეს მსგავსი პროექტები.

ბათუმში შემოდის სასტუმროების ცნობილი ბრენდიმერიოტი“, რაც მისასალმებელია. მინდა აღვნიშნოორბი ჯგუფისდამსახურება ბათუმის განვითარებაში. მას 400 მილიონის ინვესტიცია უკვე აქვს განხორციელებული მხოლოდ ბათუმში. ასევე მას აქვს პროექტები თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში. დღეს საფუძველს ჩავუყრით ამ არაჩვეულებრივ პროექტს, ეს არის ქართველი არქიტექტორისმინდია გურგენიძის შემუშავებული არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც არის მოწონებული ამერიკელი პარტნიორების მიერ. ეს იქნებაალიანს პალასისსასტუმრო და აპარტამენტები, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 65 მილიონ ლარს. აქ დასაქმდება 1700 ადგილობრივი მცხოვრები, ხოლო ამოქმედების შემდგომ კომპლექსს 600 თანამშრომელი ეყოლება მუდმივად“, – განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.

„ალიანს პალასი“ იქნება ექსკლუზიური არქიტექტურით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით გამორჩეული კომპლექსი. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 1700 ადამიანი.