სამართალი
შსს-ს მაშველებმა 2 დაშავებული მოქალაქე მთიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

1pankis-samart-1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონში, საქართველოს მოქალაქეების 8-კაციან ჯგუფს დახმარება დროულად აღმოუჩინეს და 2 დაშავებული მთა სტეროზიადან დასახლებულ პუნქტში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.
სამაშველო ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ოთხკაციანი ჯგუფი.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ დაშავებული მოქალაქეები დაღლილობისა და საკვების მარაგის ამოწურვის გამო, გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დაშავებულები მთიდან პანკისის ხეობაში, დასახლებულ პუნქტში გადაიყვანეს.