აქტუალური
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სამუშაო სესიის ფარგლებში ამბასადორიალი 2015-ის მონაწილეებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს.
აღნიშნულ საკითხზე ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესაუბრა. მან მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე განხორციელებული რეფორმები, მათ შორის სასამართლოს და პროკურატურის სფეროში. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში გატარებული რეფორმების საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგინების მნიშვნელობას.