საზოგადოება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ქვეყანაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებენ

1sakreb-sazog-2საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მისი  ვიცე-მერის თანამდებობაზე ყოფნისას ქალაქისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა.
დიმიტრი ქუმსიშვილი გლობალურად უდგებოდა საკითხების გადაწყვეტას. მან ბევრი საინტერესო პროექტი წამოიწყო. ის არის პროფესიონალი და ვფიქრობ, საკუთარ გამოცდილებას უფრო დიდ მასშტაბებში წარმოაჩენს", - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.

საკრებულოს დეპუტატი ვაკის გამგებლის ლაშა აბაშიძის ვიცე-მერის კანდიდატად დასახელების თემასაც გამოეხმაურა.

ლაშა აბაშიძეს როგორც საქმეში, ისე პირადად უკვე დიდი ხანია ვიცნობ. შემიძლია ვთქვა, რომ მან თავი როგორც კარგმა მენეჯერმა არაერთხელ წარმოაჩინა. ამის ერთ-ერთი დასტურია თუნდაც 13 ივნისის სტიქია, როდესაც მან ექსტრემალურ სიტუაციაში მყისიერად შეძლო სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება",- აღნიშნა ნუგზარ მალაღურაძემ.

ვაკის გამგებლის პოსტზე ლაშა აბაშიძეს ზვიად ჭილაია შეცვლის, ამის შესახებ „პირველ რადიოს“ ინფორმირებულმა წყარომა აცნობა. ჭილაია აქამდე ვაკის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა მანამდე კი თბილისის საკრებულოში არსებული ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი იყო.