უცხოეთი
„როსნოს“ ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვასაძე „სისტემაში“ დაბრუნდა

1-zar2-smilesსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. კომპანია პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ანტონ აბუგოვმა დატოვა, რომელიც ტელეკომუნიკაციაში სააქციო საფინანსო კორპორაციის ინვესტიციებს მართავდა.

სააქციო საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭომ საიტზე გამგეობის ახალი შემადგენლობის სია გამოაქვეყნა: 9 წლის შემდეგ მასში დაბრუნდა ერთ-ერთი საკვანძო მენეჯერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლევან ვასაძე. იგი ვიცე-პრეზიდენტის, საინვესტიციო პორტფელის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

ამასთან, „სისტემის“ გამგეობა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ანტონ აბუგოვმა დატოვა. შემდგომში იგი საკუთარი პროექტებით დაკავდება, - განაცხადეს „სისტემის“ პრესსამსახურში. თუ რატომ დაბრუნდა ვასაძე კომპანიაში, პრესსამსახურს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია, განაცხადა რა, რომ კომპანია „არ ასაჯაროვებს შიდა სტრუქტურის დეტალებს“.

„სისტემის“ პრეზიდენტი მიხაილ შამოლინის თქმით, აქტივების ჯგუფი, რომლებსაც მმართველობაში ვასაძე მიიღებს, ჯერ კიდევ განსაზღვრული არაა.

ვასაძე „სისტემაში“ 1998 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა. კურირებდა სტრატეგიული განვითარების საკითხებს. 9 წლის წინ, 2006 წლის აპრილში, იგი სათავეში ჩაუდგა სადაზღვევო კომპანია „როსნო“-ს, რომლის თანამფლობელიც „სისტემა“ იყო. 2007 წლის თებერვალში მან კომპანია დატოვა.