სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ანუ ორი “გლოკი“ სოფელი არბოს სასაფლაოზე

1-sam3-eqspertizaსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით გიორგი . თბილისში, ხოლო გიორგი . გორის რაიონის სოფელ არბოში დააკავეს.

გიორგი ფ-მ თბილისში, იარაღის ერთ-ერთ მაღაზიაში, „გლოკის“ სისტემის ორი პისტოლეტი შეიძინა, რომლებიც შენახვის უფლებით გაიფორმა. აღნიშნული პისტოლეტები მან წინასწარი შეთანხმებით, გიორგი გ-ს 1500 ლარად, უკანონოდ მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, 3 საბრძოლო ვაზნა, ხოლო სოფელ არბოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, მის მიერ გადამალული, უკანონოდ შეძენილი, „გლოკის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.