სამართალი
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.