პუბლიკაციები
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან.
უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ, - ეს განცხადება საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან.