საზოგადოება
„მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან“ - გიორგი კვირიკაშვილი

1-saz3-analit-gamosvlaსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ, - ეს განცხადება საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან.
"გაგრძელდება სტარტეგიული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე ტრადიციულად ახლო მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მეგობარ სომხეთთან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.