აქტუალური
ირმა ინაშვილი - „რეპუბლიკელების“ წინააღმდეგ: „ბრძოლა ჩემთვის ორმაგად საამაყოა იმიტომ, რომ არჩევნებში დასახელებული ვარ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ და არა პოლიტიკურად გაკოტრებული „ქართული ოცნებისგან“!

1-aqt-3-analt-pondererსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი.  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი  ირმა ინაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

გაკვირვებული ვარ კოალიციაქართული ოცნებისგანცხადებით იმის შესახებ, თითქოს მე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგენერალური მდივანი და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამომრჩევლებში ვავრცელებ განცხადებებებს, რომქართული ოცნებასაგარეჯოს ოლქში მხარს მე, ირმა ინაშვილს მიჭერს.
კოალიციაქართული ოცნებისაგანკატეგორიულად მოვითხოვ,- საზოგადოების წინაშე საჯაროდ და კონკრეტულად განმარტოს, თუ სად და როდის გამოვთქვი მსგავსი მოსაზრებანი. ჩემს შეხვედრებს სოფლებში უამრავი ადამიანი ესწრება და ნებისმიერი მათგანი დაადასტურებს, რომ ასეთი განცხადება არც საჯაროდ, არც კულუარულად, არც ღიად და არც ფარულად არ გამიკეთებია!

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აბსურდული და პოლიტიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად არაკორექტული განცხადების ინიციატორი დაშემოქმედიჩემი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიაა“, - აღნიშნულია, კერძოდ, ირმა ინაშვილის განცხადებაში.