საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
ამ პროცესს უკვე მოჰყვა საპასუხო ქმედებები რუსეთის მხრიდან: რუსეთსა და ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტი. ბუნებრივია თუ კი მოვლენები განვითარდება ამ მიმართულებით, დაიწყება რუსულ-ქართული მწვავე კონფრონტაციის ახალი ეტაპი და შეიქმნება დამატებით, კიდევ უფრო რთული და გადაუჭრელი პრობლემები.
მოვუწოდებთ რუსეთის და საქართველოს მთავრობებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი პოლიტიკური კონსულტაციები კონფრონტაციის თავიდან ასასცილებლად. კონსულტაციების პროცესში დროებით შეჩერდეს როგორც ნატოს ბაზების საქართველოში განთავსების, ასევე რუსულ-აფხაზური შეთანხმების განხილვა.
იმავდროულად მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს ქართულ საზოგადოებას მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია: სად გაიხსნება ეს ბაზა და რა რაოდენობის და რა სახის დანაყოფები იქნება იქ განლაგებული? ქართველი ჯარისკაცების გარდა გაიწვრთებიან თუ არა იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები?“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.